მე მინდა მოსახლეობისთვის განმარტება გავაკეთო, მე 8 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ვხელმძღვანელობდი, ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ ბატონ ბიძინას $3 მილიარდი აქვს დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია მე მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.








