მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას 12:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.







