დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი.








