ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორის შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კოვიდ-19-ს ახალი შტამი – ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა განიხილეს. ისაუბრეს, პანდემიის პირობებში, ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზე.







