ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი საგანგებო განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებას მიმართავს.
„არ ვაპირებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, რადგან ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი, არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც არარსებული მითიური ელექტრო ხელსაწყო.







