აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, FDA-მ აივ-ინფექციის სამკურნალო ინექცია დამტკიცა, რომლის გაკეთებაც ინფიცირებულ ადამიანებს თვეში მხოლოდ ერთხელ მოუწევთ.
ეს ზუსტად ისაა, რასაც აივ-ინფექციის მატარებელი ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ ყოველდღიურად სამი სხვადასხვა წამლის მიღება აღარ მოუწევთ.
სამკურნალო საშუალება რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სტაბილური მდგომარეობის პაციენტებისთვის დაამტკიცა, ორი პრეპარატის კომბინაციაა. მკურნალობის ამ საშუალებას Cabenuva-ს უწოდებენ.
კლინიკურ ცდებში, სამკურნალო ინექციამ აივ ინფექცია ორი წლის განმავლობაში ისე დათრგუნა, რომ ვირუსის დაფიქსირებაც ვერ ხერხდებოდა.







