მწერები ნელ-ნელა ევროპული სამზარეულოს ნაწილი ხდება. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტომ დაადასტურა, რომ ადამიანისთვის ე.წ ფქვილის მატლების საკვებში გამოყენება უსაფრთხოა.
კაცობრიობა მწერებს საკვებად დიდი ხანია იყენებს, ზოგიერთ ქვეყანაში ისინი დელიკატესებად მიიჩნევა.
ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტოს განცხადება, ნიშNავს, რომ ფქვილის მატლების, რომლებიც ფქვილის დიდი ღრაჭიკას განვითარების წინა სტადიაა, გამოყენება შესაძლებელი გახდება, რათა ცილებით მდიდარი ფქვილით მომზადდეს მაკარონი, პური, ან სხვადასხვა კერძში შემწვარი სახით იქნეს გამოყენებული – წერს The Wall Street Journal-ი.









