23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ეხმაურება. თბილისში განვიტარებულ მოვლენებზე მსოფლიო პრესაც წერს. პრაიმვიდეომ საერთაშორისო საზოგადოების განცხადებები შეკრიბა:







