პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, უკვე რვა თქვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საშუალება. რატიანი საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„8 თვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საშუალება, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს, არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური, ერთადერთი, რაც გვაქვს ეს არის სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ რაც სამყაროს გამოცდილებამ გვაჩვენა არის ის, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, იმ ელემენტარულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ჯაჭვის წყვეტა მოითხოვს, ეს პრობლემა გადაიჭრება“ – ამბობს რატიანი.







