საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მისი თქმით, ოპოზიცია ყალბი ვიდეომასალის გამოქვეყნებას აპირებს.
„მასმედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩვენ ე.წ. Deepfake-ის სისტემის მეშვეობით არჩევნების გაყალბებას ვაპირებთ - მე ამას ჩემი ვიდეოთი ნამდვილად ვადასტურებ“, - ამბობს სააკაშვილი.








