საქართველოში 11 აპრილიდან ამოქმედდა რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა – ექიმს აღარ შეუძლია პაციენტს მიუთითოს, კონკრეტულად რომელი სავაჭრო დასახელების წამალი იყიდოს.
ახალი სისტემის დანერგვასთან ერთად, ქვეყანა გადავიდა ელექტრონულად რეცეპტების გამოწერის სისტემაზე. რეცეპტში შესაძლებელია სამკურნალოდ საჭირო აქტიური ნივთიერების მითითება, კონკრეტული დასახელების წამალი კი ფასისა და მწარმოებლის მიხედვით პაციენტმა აფთიაქში უნდა შეარჩიოს.







