იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო – იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა. რატი ბრეგაძე და ეკატერინე ტიკარაძე დოკუმენტის გაცემის პროცესს ერთობლივად აკვირდებოდნენ.
ამასთანავე, მინისტრებმა თბილისის იუსტიციის სახლში ახლადდანერგილი სერვისით თავადაც ისარგებლეს და კოვიდბარათები აიღეს.







