„დღეს ვიმსჯელეთ საბჭოზე დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის მიღებული არ არის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.







