საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განაცხადებით, 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს ეცნობიან.
გაბუნიას თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხთან დაკავშირებით მკაფიო გადაწყვეტილება ექნებათ.







