ჩინეთმა კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტები, საზღვარგარეთიდან შემომსვლელი თიტქმის ყველა მგზავრისთვის სავალდებულო გახადა – ამის შესახებ ბრიტანული თაიმსი წერს.
როგორც ჩინური სამთავრობო მედია განმარტავს, ქვეყანაში ეს მეთოდი უფრო საიმედოდ მიიჩნევა, ვიდრე კოვიდ-19 -ის გამოსავლენი სხვა საშუალებები და მეთოდები. ანალური ტესტებისთვის სპეციალური პუნქტები დამონტაჟებულია შანჰაისა და პეკინის აეროპორტებში.
ჩინეთში კორონავირუსის ტესტირების ახალი მეთოდის გამოყენება იანვრის ბოლოს დაიწყეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, უცნაურ პროცედურას ჩინელი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და ქვეყანაში შემომსვლელი ზოგიერთი მგზავრი ექვემდებარებოდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ჩასულ ამერიკელ დიპლომატებს კორონავირუსის ანალური ტესტის გაეკეთება აიძულეს, თუმცა ოფიციალურმა პეკინმა ინფორმაცია უარყო.
მას შემდეგ, რაც ჩიენთმა კორონავირუსის გამოსავლენი ანალური ტესტის პრაქტიკას მიმართა, იაპონიის მთავრობამ ჩინეთს მოსთხოვა, შეეწყვიტა მოქალაქეებისთვის მსგავსი ტესტის გაკეთება. როგორც BBC წერს, აღნიშნული მეთოდის გამო ადამიანები ჩივიან და ამბობენ, რომ მსგავსი ტესტირების პროცესი ფსიქოლოგიურ სტერსს იწვევს.








