ნატოს გენერალური მიდვნის თქმით, ალიანსისთვის მთავარი საფრთხეები რუსეთი, ჩინეთი და ტერორიზმია.
სტოლტენბერგმა მნიშნელოვანი საფრთხეების შესახებ დეტალურად ისაუბრა, მათ შორის რუსეთზე, როგორც „ყოველთვის დესტაბილიზაციის გამომწვევ მოთამაშეზე. „რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება, ის პასუხისმგებელია მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიულ ქმედებებზე, როგორც ეს უკრაინასა და საქართველოში ვნახეთ, ასევე ის პასუხისმგებელია სხვადასხვა ჰიბრიდულსა და კიბერ თავდასხმებზე ნატოს მოკავშრეების წინააღმდეგ – თქვა სტოლტენბერგმა.







