დიდი ბრიტანეთი რუსეთის გავლენებთან დასაპირისპირებლად „ანტირუსულ“ სპეცდანიშნულების რაზმს შექმნის – ამის შესახებ ტელეგრაფი წერს.
ბრიტანეთის არმიის სპეციალური დანიშნულების საჰაერო-სადესანტო სამსახურის, რეინჯერთა პოლკის ბაზაზე, ახალი ბრიგადის საქმიანობისთვის გამოიყოფა 120 მილიონი ფუნტი. სპეცდანიშNულების რაზმს რუსეთის სხვადასხვა სფეროში ჩარევის აღკვეთა დაევალება.







