შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალიდან მძარცველის მიერ წაღებული თანხა ბიუჯეტის არ ყოფილა.
„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს.... ყველამ იცის და მეკითხებით - „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა.







