ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. მანამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფა და მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ მუსიკოსმა, ბერა ივანიშვილმა განაცხადა.







