დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია რეგულაციების სათანადოდ დაცვა.
ამასთან, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს სკოლებში და იქნება შესაძლებლობა, რომ საგანმანათლებლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.







