ბაბუშერას ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა.
1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომელშიც ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შესძლო, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, თუმცა, თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.







