აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სიღრმეში შეაღწიეს და სომხეთის კონტროლირებადი ტერიტორიებზე კონტროლი დაამყარეს. კერძოდ, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა ჯებრაილის რაიონის დასახლებული პუნქტი შუქურბეილი.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება და მათ მიერ დაკავებული შუქურბეილიდან პირველ კადრებს აქვეყნებს.







