მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები და დამატებით პრობლემებს ქმნის ის, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო მედია საშუალებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
„მედიისგან იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით როგორ იურისტი. როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და „გლავკანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







