არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობა კასპში – სოფელ ფერმაში 15-16 წლის მოზარდები, სავარაუდოდ, დანიშნეს. კადრები, სადაც, სავარაუდოდ ნიშნობა ჩანს, სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკზე” გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ უკეთებს არასრულწლოვანი ბიჭი მეცხრე კლასელ გოგოს ხელზე ბეჭედს.








