დინამოს“ ფარერებთან წაგება სამარცხვინო იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია.
„მე არ ვიცი ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები?! ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ „თბილისის დინამო“ ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში „დინამო თბილისმა“ მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონთან „კლაკსვიკთან“ 1:6 წააგო.








