მეწარმეთა გუნდმა, პროდუქტის დიზაინერებმა და პირადი დამცავი აღჭურვილობის (PPE) სპეციალისტებმა წარმოადგინეს სრული სახის მოდულური ნიღაბი, სახელწოდებით “BLANC”.
ის ჩაფიქრებული იყო, როგორც დამცავი ნიღაბი, ცხოვრების სტილის აქსესუარი, ციფრული ჰიგიენის მოწყობილობა, ტექნიკური გაჯეტი და კონფიდენციალურობის დამცველი.
‘BLANC’ ფარავს მომხმარებლების თვალებს, ცხვირსა და პირს, ხოლო FDA-ის მიერ დამტკიცებული HEPA ფილტრები იცავს მომხმარებლებს ნაწილაკების 99%-ისგან (მათ შორის მტვერი, კვამლი და აეროზოლი).







