სიმსუქნე ბოლო წლებში მსოფლიოსთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემა გახდა. დღესდღეობით ის ამერიკელების 40%-ზე მეტს აწუხებს.
სიმსუქნის ფენომენი ყველაზე მარტივად ასე აიხსნება – ორგანიზმის მიერ მიღებულზე ნაკლები ენერგიის ხარჯვის პროდუქტი. თუმცა, რეალურად ეს დაავადება საკმაოდ ძნელი ასატანია ადამიანებისთვის, მეცნიერთათვის კი მისი შესწავლა მარტივი არაა. რთულია სიმსუქნის მკურნალობაც.
სიმსუქნისგან თავის დასაღწევად რამდენიმე გამოსავალი არსებობს: ვარჯიში, ჯანსაღი საკვების მიღება,ბარიატიული ქირურგია და წონის კლების მედიკამენტები.







