ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით იქნება შესაძლებელი.
„შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული რაც ახდენს "მგზავრზე ნადირობის" პრევენციას რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს“, - აცხადებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი.







