ჩვენი მაღაზია ისევ გაძარცვეს…ჩვენმა ქურდებმა ძარცვის მეთოდები დახვეწეს – წერია მაღაზია „აიპლიუსის” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, სადაც გაქურდვის ვიდეოცაა გამოქვეყნებული.
მაღაზიის ფესბუკ სტატუსი სრულად:
აიპლიუსის მაღაზია პეკინზე ისევ გაძარცვეს!
ჩვენმა ქურდებმა ძარცვის მეთოდები დახვეწეს და მიუხედავად იმის რომ რკინის ჟალუზები დავაყენეთ (არ უხდება მაგრამ
სხვა რა გზაა), ეხლა ბოქლომები გადაჭრეს!
აიპლიუსი სთავაზობს ქურდებს რომ თუ მოპარვას დააპირებთ მოდით, გვითხარით და ისე გაჩუქებთ, რომ აღარ დაგვიმტვრიოთ და დაგვიზიანოთ ინტერიერი თუ ექსტერიერი.