ძველეგვიპტურ არქეოლოგიურ ძეგლ ტაპოსირის-მაგნაზე არქეოლოგებმა 2000 წლის წინანდელი მუმია აღმოაჩინეს, რომელსაც ოქროს ენა აქვს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ინფორმაციით, მებალზამეებმა ოქროს ენა გარდაცვლილს სავარაუდოდ იმიტომ ჩააყოლეს, რომ მას სიკვდილის შემდეგ „სიცოცხლეში“ ლაპარაკი შესძლებოდა.
მაგალითად, თუ ოქროსენიანი მუმია სიკვდილის შემდეგ მიწისქვეშეთის ღმერთ ოსირისს შეხვდებოდა, ლაპარაკი დასჭირდებოდა.








