კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასახელეს პროფესიები, რომლებშიც კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი რისკი ფიქსირდება
კვლევის თანახმად, ექიმების შემდეგ ყველაზე დაუცველი ჯგუფი კვების საწარმოებსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები არიან.
სიკვდილიანობის ჩვეულებრივ მაჩვენებელთან შედარებით, მათთან კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი 39%-მდე გაიზარდა.
მეორე ადგილზე, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში დასაქმებულები არიან, მათ შორის გარდაცვალების მაჩვენებელი კი 28% -ია.








