კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ ეხება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და გამზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურა, სპორტი და ამას დაემატება ახალგაზრდობის მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.








