შემოდგომით, თვითმართველობის არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მან საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდა, დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები ახალი საარჩევნო მოდელის მოსამზადებლად.








