ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი პარიზში პსჟ-სა და თურქულ ბაშაქშეჰირს შორის სკანდალური გამოდგა – მატჩის მე-13 წუთზე შეხვედრა შეწყდა, თურქული კლუბის წარმომადგენლები რუმინელ მე-4 მსაჯს, სებასტიან ჩოლტესკუს რასიზმში ადანაშაულებდნენ. როგორც ცნობილი ხდება, მე-4 მსაჯმა სებასტიან ჩოლტესკუმ ბაშაკშეჰირის მთავარი მწვრთნელის ოკან ბურუკის თანაშემწეს, პიერ ვებოს “ნეგრო” (შავი) უწოდა.
ბაშაქშეჰირის ფეხბურთელები მოედნიდან გავიდნენ, მათ კი პსჟ-ს მოთამაშეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. უეფათამაშის განახლებას ითხოვდა, თუმცა სტუმრები მოედანზე გასვლაზე უარს აცხადებდნენ, სანამ მატჩში მე-4 არბიტრი ჩოლტესკუ იქნებოდა ჩართული.







