შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა.
დაკავებული 1989 წელს დაბადებული ლევან ზურაბაშვილია.
უწყების ცნობით, თავდამსხმელმა 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.







