ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობებსა და ორ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს.
შეგახსენებთ, ჩილეში საპროტესტო აქციები 1 წლის წინ მეტროს ბილეთების გაძვირების გამო დაიწყო. მოგვიანებით მათი მოთხოვნა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმით შეიცვალა.








