ოკუპირებულ აფხაზეთში „აფხაზეთის გამარჯვების“ ზეიმის პარალელურად ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო საქართველოს მოქალაქე 27 წლის ირაკლი ემხვარის ძე ბებია დააკავეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები ავრცელებენ. ფეისბუკზე და აფხაზურ ფორუმებში ასევე ატვირთულია ვიდეო სადაც ჩანს, რომ ბებია სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება.








