ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ქალებს მიმართავს. „რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სტატია რამდენჯერმე გათხოვილ ქალბატონებზე. მადლობა დაფასებისთვის. ტრადიციულად ჩამოვყევი კომენტარებს და რა თქმა უნდა, ლიდერობს კომენტარს შემდეგი შინაარსით: „ვაიმე ერთხელაც ვერ გავთხოვდი და იქნება გვაცადოთ ერთხელ გათხოვება თუ შეიძლება“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.








