პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ განაცხადა.
„იმიტომ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის მერე, მაინც უნდა აპატიო. რატომ? დღესვე ვაპატიებ. განა მე ის ბავშვები არ მეცოდება, მათი მშობლები. ეს მე ბოლო სასამართლოზეც ვთქვი. ვინც სიმართლეს იტყვის, ყველა გამოუშვან. გამოუშვან კალანდია… სიმართლე ითქვა და მკვლელები აღარ არის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.








