ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
მეუფე ნიკოლოზი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„ძალიან ხშირად ჩამოდიოდა ერთი პერიოდი თავიდან, და იცოდა მთელმა თბილისმა, ვინც მე მიცნობდა, რომ ჩამოდიოდა რუსეთიდან ჩემთან სტუმრად. 2013 კი არა, ალბათ 2007 თუ 2008 წლიდან, აღარ მახსოვს ზუსტად, ყველა ჩემი ახლობელი იცნობდა ამ ადამიანს, ძალიან მკაფიო და ძალიან საინტერესო პიროვნება იყო.
ყველა გავაცანი, მიშა სააკაშვილსაც გავაცანი, იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან ნორმალიზება გაგვეკეთებინა. იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ მე ამ ადამიანთან ვურთიერთობდი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.








