ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით, დღეიდან ლატარია დაიწყება, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარი იქნება.
ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული გათამაშებაც, ხოლო წლის ბოლოს 100 000 ლარი გათამაშდება.
მოგებების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდიდან www.stopcov.lotto.ge.








