სამწუხაროდ, ავღანეთის კეთილდღეობის საფუძველი – ნარკოტიკებია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ი თითქმის ორი ათწლეულია ქვეყნის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა, არაფერი შეცვლილა.
იბომბებოდა ჰეროინის ლაბორატორიები, ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ ნარკოტიკის წარმოების პროცესი და ოპიუმის ექსპორტი იზრდებოდა.
ავღანეთი მსოფლიოს ჰეროინისა და ოპიატების მარაგის 80%-ზე მეტს უზრუნველყოფს და ქვეყნის წილი მსოფლიო ნარკობაზარზე სტაბილურად იზრდება.
გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ავღანეთში ოპიუმის ნარგავების ფართობი 37%-ით გაიზარდა.








