გაიკეთებს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პატრიაქი – ამის გასარკვევად „პრაიმვიდეოს“ მის მკურნალ ექიმს, შალვა პეტრიაშვილს ესაუბრა.
„დღის წესრიგში პატრიარქის ვაქცინაცია, რასაკვირველია, დგას. ის ჯანმრთელი ადამიანი არ არის, ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დროსაც ვაქცინის გაკეთება სასურველი არ არის.
ვაქცინაციის პროცესი მასზე დამოკიდებული არაა, ამას გადაწყვეტენ ისინი, ვინც მის ფარისებრ ჯირკვლის პრობლემას, შაქრიან დიაბეტს, ალერგიულ მომენტებს მეთვალყურეობს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, გაიკეთებს თუ არა პატრიარქი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას“, – გვითხრა შალვა პეტრიაშვილმა.








