ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის კოვიდ სასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა. ამის შესახებ მან სოფო ზურებიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ქალბატონის გადარჩენის შანსი, კლინიკაში რომ ყოფილიყო ის მოთავსებული, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ღია ეთერში სამედიცინო შემთხვევების განხილვის მომხრე არ არის.







