სახლების უმეტესობა ბლოკებით ან აგურითაა აშენებული. თუმცა, რივერჰედში, ნიუ იორკის შტატში, მდებარე სახლი სკანირების საშუალებით ააშენეს. კერძოდ, მისი კედლები გიგანტური სამგანზომილებიანი პრინტერის გამოყენებით გაკეთდა.
ამერიკულმა კომპანიამ SQ4D ქვეყანაში პირველი, 3დი პრინტერით აშენებული სახლი გასაყიდად წარადგინა. რივერჰედში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფართი დაახლოებით 140 კვადრატული მეტრია, მისი ფასი კი 299 ათასია. განცხადება გაყიდვის შესხებ ზილოუს ვებ გვერდზეა განთავსებული.
სახლში განთავსებულია სამი საძინებელი, 2 სველი წერტილი, მისაღები ოთახი და სამზარეულო. ასევე აქვს 2 ავტოფარეხი. სროგორც კომპანიაში აცხადებენ, სახლის აშენებას სულ 48 საათი დასჭირდა, მასალების ღირებულება კი 6 ათას დოლარზე ნაკლებია. შენობას, ისევე როგორც კომპანიის მიერ შექმნილ ყველა 3 დი ობიექტს 50 წლიანი გარანტია აქვს.







