იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 962 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირის სანაპირო რეგიონში, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სტიქიას 400-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთშიც.








