შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების ბრალდებით, ხოლო 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.







