„2-3დღის 24-საათიანი მორიგეობის და ღამის თევის შემდეგ, სახლში მიმავალი ესე ვიტანჯებოდით და ვცდილობდით ნახევარი საათი როგორმე წაგვეძინა, რომ სადმე არ წავქცეულიყავით.
საათნახევარი ვაკეთებდი გულის მასაჟს და მიუხედავად იმისა რო ვიცოდი გამოსავალი პესიმა იყო, მაინც გაშტერებული ვუყურებდი მონიტორს და ველოდებოდი რამე საიმედომაინც გამოჩენილიყო.
შენთვის ჯერ ხომ ადრე იყო, ძაან ადრე იყი, მთელი ცხოვრება წინ გქონდა და ჩემთვისაც ადრე იყო იატაკზე გაშხლართული ჩემი მეგობრის უსულო სხეულზე მეყურებინა არადა დილიტ როგორ გვიხაროდა ერთმანეთი რომ ვნახეთ ერთად ვიმორიგევებთო, მიუხედავად იმისა რომ არცეთის სმენა არ იყო და შემთხვევით მოვხვდით
ბუუბს შენ ყოველთვის დარჩები ჩემს ორმეტრიან როხროხა მეგობრად, რომელსაც სიცილის დროს ყველა კბილი უჩანდა“, – წერს გარდაცვლილი ექიმის მეგობარი გიგა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში.








