„24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება“ – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„სამწუხაროდ ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებენ აგრარული ბაზრები ისევ, როგორც ფუნქციონირებდნენ 28 ნომებრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ ყველა უსაფრთხიოების წესებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.








