12 წლის ბიჭმა 69 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის სამარხი ლაშქრობისასიპოვა – ამის შესახებ CNN იუწყება.
მოზარდი ლაშქრობაში მამასთან ერთად იმყოფებოდა. ნათან ჰრუშკინს ყოველთვის სურდა პალეონტოლოგი გამოსულიყო და ამ ზაფხულს, დინოზავრის სამარხი იპოვა. მოზარდი სამარხს კანადაში ალბერტას პროვინციაში გადააწყდა.
„საოცარია ასეთი სამარხის აღმოჩენა, თითქოს ნამდვილი დინოზავრი ვიპოვე“ – განუცხადა cnn-ს ნათანმა.







